Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658341&print=yes&view=jobs
 
ექთნის დამხმარე - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის დამხმარე - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი)

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

სავალდებულოა: საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების - დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
** პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ER-ის ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია