Робота для біженців з України
ექთანი - ნევროლოგიის დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი - ნევროლოგიის დეპარტამენტი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი (ნევროლოგიის დეპარტამენტი)

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

სავალდებულოა: საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან)

სასურველია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედეცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
** საექთნო პროცედურების შესრულება;
** ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
** პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება
** ექთანთა უწვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ნევროლოგიის დეპარტამენტში). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე