დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
მზარდი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სანდო და ლოგისტიკურად გამართულ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს სახმელეთო მიმართულებებით.
კომპანიის ზრდისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში და კარგად იცნობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკას.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსს შედეგების მიხედვით;
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** მოქნილ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** კომპანიის ზრდასთან ერთად დამატებით ბენეფიტებს;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კლიენტებისთვის სატვირთო გადაზიდვების მომსახურების შეთავაზება და გაყიდვა;
** მომსახურების ტარიფების განსაზღვრა და შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის მართვა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა გადაზიდვის პროცესში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ლოგისტიკურ / გადაზიდვების სფეროში (სასურველია);
** ინკოტერმსის, გადაზიდვების პროცესებისა და ბაზრის ტარიფების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2 დონე);
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancylogisticscompany@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|