დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
მაშაურმა
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
სწრაფი კვების ობიექტი "მაშაურმა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, შიოს წყარო (გელდიაშვილის #3)
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაოს აღწერა:
** შეკვეთის მიღება და მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება და სიზუსტის დაცვა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** წარმოებული სალარო ოპერაციების ყოველდღიური შედარება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარედ მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: cravecrazeeats@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2025 წლის 15 სექტემბერი.
კომპანია "მაშაურმა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
კომპანია "მაშაურმა"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მაშაურმა"- ს მიერ დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|