Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658304&print=yes&view=jobs
 
ოჯახის ექიმების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმების კოორდინატორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია ILARIA ეძებს ოჯახის ექიმების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ექიმებსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის უწყვეტ, ეფექტურ და ხარისხიან კავშირს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დროულ, და უსაფრთხო მიწოდებას.

სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ოჯახის ექიმების სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა, შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ჯავშნების კონტროლი და პაციენტების მომსახურების მონიტორინგი 20-წუთიანი ქრონომეტრაჟით;
** ვიზიტების კალენდრების მონიტორინგი, გადანაწილება და დროის ოპტიმიზაცია;
** დაზღვეულების და ოჯახის ექიმების ურთიერთობის ლოგისტიკური მხარდაჭერა;
** ოჯახის ექიმებისთვის ტექნიკური, სამედიცინო, საკანცელარიო აღჭურვით უზრუნველყოფის ორგანიზება;
** ოჯახის ექიმებისთვის შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება და სამუშაო დღის ბოლოს შედეგების შეჯამება;
** ოჯახის ექიმების გაცდენების (შვებულებები/ბიულეტენები) კონტროლი, ასახვა ელექტრონულ ბუქინგში და მიწოდება ჰრ სამსახურთან;
** ურთიერთობა ქოლ-ცენტრთან, სერვისზე პასუხისმგებელ სხვა პირებთან;
** საჩივრების/უკუკავშირის მიღება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** დროული ინფორმაციის მიწოდება ოჯახის ექიმებისთვის ცვლილებების, პროტოკოლების და რეგულაციების შესახებ;
** ელექტრონული ჩანაწერების სრულყოფად და დროულად შესრულების კონტროლი;
** ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების კონტროლი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით;
** ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული გეგმური ამბულატორიული კვლევების კონტროლი - ორმაგი დადასტურება;
** პროგრამაში ოჯახის ექიმების მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი (კურსუსი, ICD10 კოდი და პროგრამულად ატვირთული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია);
** ოჯახის ექიმების მუშაობის შეფასების მიზნით, ყოველთვიური რეპორტის დამუშავებაში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის მიზნით;
** ოჯახის ექიმების მხარდაჭერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით (სატელეფონო, მეილი) სრულ სამუშაო პროცესში: (პროგრამული, ხელშეკრულების პირობების მოძიება/განმარტება);
** ჩართულობა რთული სამედიცინო და სადაზღვევო შემთხვევების მართვაში;
** ოჯახის ექიმებისთვის სადაზღვევო პროგრამის სწავლება და მათ მიერ პროგრამაში მუშაობის მონიტორინგი;
** კორექტირების აქტების შექმნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ოჯახის ექიმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ამბულატორიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოჯახის ექიმების კოორდინატორი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია