Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი, გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი, გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ან მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში "ბლუ უოთერსის" გუნდში შენ გეძებთ სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის ან გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** გაყიდვების გეგმების შესრულება
** მაღალი ბონუსის დაგენერირება

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;

თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი. ბონუსი -2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/

ვაკანსია: გარე გაყიდვების მენეჯერი

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** გაყიდვების გეგმების შესრულება
** მაღალი ბონუსის დაგენერირება

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი და მზაობა მივლინებებისთვის საქართველოში.

თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1500 ლარი. ბონუსი -2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ავტომობილის ცვეთის და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/manager_aupk/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე