დასახელება:
მაღაზიის დამხმარე
|
მომწოდებელი:
სამი ძმა
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://samidzma.ge .
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარეს პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: ხიზანიშვილის N8; კედიას ქ. N3
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** მზარდი ანაზღაურება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 15-25 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 5 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@samidzma.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|