Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658279&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი/HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი/HR ასისტენტი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
სადაზღვევო კომპანია "არდი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტი/HR ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სტატუსი: დეკრეტის შემცვლელი (მინიმუმ 6 თვე, განიხილება გრძელვადიანი თანამშრომლობაც).

ფუნქცია-მოვალეობები:

HR ასისტენტი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:

შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა:

** ვაკანსიების განცხადებების მომზადება და განთავსება სხვადასხვა არხებში;
** კანდიდატების მოძიება მოზიდვის მრავალფეროვანი არხების, მათ შორის სოციალური მედიის, გამოყენებით;
** კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპის მართვა (აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება, ინტერვიუირება, უკუკავშირი);
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესის მართვა.

ტრენინგების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება:

** დახმარების გაწევა ტრენინგისა და განვითარების გეგმების შემუშავებაში;
** ინფორმაციის დაგზავნა, აღრიცხვა, მონიტორინგი.
** HR ადმინისტრაციული ოპერაციების მართვა.

განათლება:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური - (B1-B2);
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** Self.HR პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სადაზღვევო კომპანია "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

არდი - ცხოვრების ჯერია!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია