Робота для біженців з України
საწყობის უფროსი - თელავი, სოფ. ვარდისუბანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კახეთის ფილიალის საწყობის უფროსის პოზიციაზე.

პირობები:

** მისამართი: თელავი სოფელი ვარდისუბანი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.
** შრომის ანაზღაურება შეთანხმებით

მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, საქონლის მიღების პროცესის კონტროლი, მითვლა და დასაწყობება, დასაწყობების დადგენილი წესების სრული დაცვა .
** მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. მიღებული / გაცემული პროდუქციის / ტვირთების ვიზუალური დათვალიერება.
** საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მარაგების და მოხმარების ვადების კონტროლი.
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა. საწყობში დისციპლინის კონტროლი, სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა და მონიტორინგი. სამუშაო პროცესში საწყობის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** სასაქონლო მარაგების კონტროლი და ფაქტობრივი ნაშთებისა და ბუღალტრული / პროგრამული ნაშთებთან ურთიერთშედარება.
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა შესრულება.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა.
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა.
** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Shalva.Andriadze@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კახეთის ფილიალის საწყობის უფროსი სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე