Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658275&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში - თბილისი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.

ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" გუნდი, იწვევს სტაჟიორებს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში, განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ან/და შშმ ბავშვებთან სამუშაო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით თბილისსა და მარნეულში.

სტაჟიორები მიიღებიან უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები შემდეგ სპეციალობით: ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპია, პედაგოგიკა, მედიცინა, ბაღის აღმზრდელის პროგრამა, ან მომიჯნავე სპეციალობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელი ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან/შშმ ბავშვებთან მუშაობის, რაიმე ტიპის გამოცდილების ქონა

პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი;
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი წერითი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი

პირობები: სტაჟირების განმავლობაში ორგანიზაციის გუნდი უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

განაცხადის წარმოდგენის პროცედურები

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება/ტესტირება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი

განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com, earlychildcarecfs@gmail.com "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია