Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658274&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კახეთის რეგიონში სავაჭრო აგენტი.

აღწერა:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
** შრომის ანაზღაურება შეთანხმებით

მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ადგილობრივი კახეთის რეგიონიდან.
** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** შრომისმოყვარე.
** გუნდურად მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Shalva.Andriadze@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) კახეთი რეგიონში სავაჭრო აგენტი

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია