Робота для біженців з України
შშმ მოზარდებისა და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ მოზარდებისა და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში

ანაზღაურება: სტანდარტული ანაზღაურება, საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები)
გრაფიკი: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:

** ბენეფიციართან ბინაზე ვიზიტი და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა

ფუნქცია/მოვალეობები:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით: დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარის) განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოება დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება;

ორგანიზაცია იზრუნებს:

** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

T: 551 35 05 04
T: 598980171
Mail: Handinhandg@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე