დასახელება:
ბიუჯეტირების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
"TNET"-ის გუნდს, ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00.
შენი როლი "თინეთში":
** ბიუჯეტირების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის/პლატფორმების ბიუჯეტირება მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მიხედვით;
** ბიუჯეტის დადარება რეალურ მაჩვენებლებთან, გადაცდომების გამოვლენა და დეტალური აღწერა;
** ბიუჯეტირების პროცესის და მეთოდების ოპტიმიზაცია და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** კომპანიის მენეჯმენტთან მომზადებული ინფორმაციის წარდგენა;
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების მიმართულებით;
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე;
** იცი MS Office, განსაკუთრებით Excel;
კიდევ უფრო საინტერესოა თუ გაქვს:
** რელაციურ მონაცემთა ბაზასთან SQL-თან მუშაობის გამოცდილება;
** Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება.
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|