Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Cloud`s Restaurant and Teracce
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ერეკლე ტატიშვილის ქ. 10 (ვერა) მდებარე რესტორანი "Cloud`s Restaurant and Teracce" ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება. 9 საათი, 7:00-16:00, ან 14:00-23:00.
ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ-ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** პიცის ცხობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასტის, სალათის, სტეიკის მომზადების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასი;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაო გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევის დამატებითი პაკეტი;
** კვება;
** საჭიროების შემთხვევაში შეფ-მზარეული ადგილზე შეგასწავლით;
** გასართობი სივრცეები, გუნდური ღონისძიებები, წვეულებები და მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@cnkmillennium.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე