დასახელება:
საწვავის ჩამსხმელი ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Tesen Rental
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group"-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", "Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"Tesen Rental" აცხადებს ვაკანსიას საწვავის ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი - 1300-1500 ლარი (net)
** ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები (საჭიროების მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ტექნიკის საწვავით მომარაგება სტაციონარული სადგურებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით.
** დაწესებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა საწვავის მიღების, გადატანისა და ჩასხმის პროცესში.
** სერვისის შეფერხების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
** თანამშრომლობა საწვავის ლოგისტიკის გუნდთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა C კატეგორია და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Е კატეგორიის და შესაბამისი გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად).
** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** სასურველია, საგზაო-სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საწვავს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ულიმიტო სასაუბრო დროს
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|