Робота для біженців з України
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.

სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.

იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

სასტუმრო/რესტორანი "ხედი" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (მოლაპარაკებით, ღამის ცვლები: ღამის 11სთ-დან - სამუშაოს დასრულებამდე. 8 სთ ცვლა, თუმცა სამუშაოს ადრე და ხარისხიანად დასრულების შემთხვევაში, შეეძლება ცვლის ადრე დასრულებაც).

ძირითადი მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოს სტანდარტების მიხედვით;
** ქიმიკატების სწორი გამოყენება და სამზარეულოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
** საწმენდი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციების მიხედვით;
** სამზარეულოს ტერიტორიის მომზადება დილის ცვლის სამუშაოს დაწყებამდე.

ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@khedihotel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტიუარდი".

ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 575 778 770

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე