დასახელება:
ექიმ ენდოკრინოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ინვიტრო ლაიფი
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
კლინიკა "ინვიტრო ლაიფი" - აცხადებს ვაკანსიას ექიმ ენდოკრინოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქუჩა N17 (სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს გვერდით, მ/ს 300 არაგველი).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში - 3 დღე, 09:30-დან 17:30-მდე (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
ანაზღაურება (ხელფასი): 500 ლარი, გადასახადების გარეშე
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება, სტუდენტი;
** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების სამედიცინო პროგრამაში (Webmed Core) შეყვანა;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** პაციენტთა ვიზიტების დაგეგმვა;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** პაციენტის დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
** პაციენტებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინგლისური ენის ცოდნა (და ასევე სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** Microsoft Office-ის (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა
რეზიუმე (CV) მიიღება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.
გთხოვთ, მხოლოდ რეალურად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ელ-მისამართზე: info@invitrolife.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ექიმ ენდოკრინოლოგის ასისტენტი".
|
|
|
|