Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ინვიტრო ლაიფი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
კლინიკა "ინვიტრო ლაიფი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქუჩა N17, (სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს გვერდით, მ/ს 300 არაგველი);
სამუშაო გრაფიკი I - ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30-მდე, შაბათი (2-ჯერ თვეში) 09:30-14:30;
ანაზღაურება (ხელფასი): 1200 ლარი (გადასახადების გარეშე);
სამუშაო გრაფიკი II - 09:30-14:30 (ორშაბათი-პარასკევი), შაბათი (2-ჯერ თვეში) 09:30-14:30;
ანაზღაურება (ხელფასი): 800 ლარი (გადასახადების გარეშე).

ძირითადი მოთხოვნები:

** რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება შესაბამისი წესების დაცვით;
** პაციენტთა შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში (Webmed Core) შეყვანა;
** პაციენტებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** პაციენტის დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
** ინგლისური ენის ცოდნა (და ასევე სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** Microsoft Office-ის (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;

რეზიუმე (CV) მიიღება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.

გთხოვთ, მხოლოდ რეალურად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ელ-მისამართზე: info@invitrolife.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "რეგისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე