Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება საოპერაციო მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საოპერაციო მიმართულებით
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** საოპერაციო მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

სტაჟიორს შეხება ექნება შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებთან:

** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პროექტების ფარგლებში - ინვოისების მომზადება, შესყიდვის დოკუმენტის შექმნა და ლიცენზიების შეკვეთა;
** საერთაშორისო და ლოკალურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენა - B1 დონე;
** სასურველია ექსელის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია - ქ. თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 145ა;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
** ანაზღაურება - 500 ლარი (ნეტი);
** სტაჟირების ვადა - 6 თვე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: hr@syntax.ge ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე