დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
სინტაქსი
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.
ჩვენ გთავაზობთ:
** გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** გაყიდვების პროცესის საფუძვლიანად შესწავლას;
** ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
სტაჟიორს შეხება ექნება შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებთან:
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიური გაყიდვების პროცესში;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების განახლება;
** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი ზარის განხორციელება და შეხვედრების ჩანიშვნა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ლიდების გენერირების პროცესში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენა - B2 დონე.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია - ქ. თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 145ა;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
** ანაზღაურება - 500 ლარი (ნეტი);
** სტაჟირების ვადა - 6 თვე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge.
ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
|
|
|
|