Робота для біженців з України
ხორცის სექციის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცის სექციის კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის სექციის კონსულტანტის პოზიციაზე ზემო ფონიჭალის ფილიალში (შავნაბადის ასახვევიდან 100 მეტრში).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 09:00-21:00 სთ დღეგამოშვებით
** ანაზღაურება 850 ₾ + % გაყიდვებიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** დახლ-მაცივარში განთავსებული პროდუქციის ვადების, ხარისხის, იერსახის კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
** ვადაგასული პროდუქციის დროული მოხსნა სავაჭრო თაროდან.
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და მათი მოთხოვნილი პროდუქციის მიწონვა.

მოთხოვნები:

** დაკვირვების და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 22 66 40

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე