Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658105&print=yes&view=jobs
 
საწყობის მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მუშაკი
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშაკის პოზიციაზე.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა სახის მოწოდებული საქონლის გადმოტვირთვა, საქონლის მიღება, შენახვა და გაცემა;
** ვეტერინარული შესაბამისობისა და ხარისხის სერტიფიკატების ხელმისაწვდომობის კონტროლი მოწოდებულ პროდუქციაზე;
** საწყობის ყველა ოთახში წესრიგის და სისუფთავის დაცვა;
** მიღებული პროდუქციის პროგრამაში ასახვა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ყოველთვიურ და ადგილზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** ყველა შემოსული და გამავალი ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდების კონტროლი.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია