Робота для біженців з України
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და შემდგომი რეაგირება;
** სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოებში;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება;
** მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვა;
** სამსახურებრივი ურთიერთობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან - იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით (შესაბამისი წერილების მომზადება კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით და ა.შ);
** მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გაწევა როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისათვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სარჩელების, შეგებებული სარჩელების და შესაგებლების მომზადების მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საქმიანობის მინიმუმ ორი წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 29.08.2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე