Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ "შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

"დეილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ლომოურის მეორე შესახვევი N1
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული შეკვეთების მიღება/დამუშავება;
** პროდუქციის მიღება;
** ელექტრონული ზედნადებების ატვირთვა სისწორის შემოწმება
** დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული ასახვა
** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და Rs.ge -ზე ატვირთვა;
** დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩაბარების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ლოგისტიკა, ეკონომიკა, ბიზნესის ** ადმინისტრირება ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულება);
** სწავლისა და განვითარების მოტივაცია;
** სასურველია 1C მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Rs.ge მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი https://dailygroup.selfrecruit.ge/s/9PW5
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე