დასახელება:
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს.
ჩვენი მიზანია:
** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
** ჰქონდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI), ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA), ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სერტიფიცირების საერთაშორისო კონსორციუმის (ISC), SANS (GIAC) Institute-ის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობისსააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში;
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
**ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
**სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას.
კონკურსის ეტაპები:
** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.09.2025.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
|
|
|
|