დასახელება:
დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დანადგარების მექანიკოს-ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
** რძის პროდუქტების საწარმოში არსებული შესაფუთი მოწყობილობების დაყენება, ექსპლუატაცია, რემონტი.
** წუნის, ავარიული და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება.
** სამუშაო ადგილის შესაბამის სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაში შენახვა და ხაზის ექსპლუატაციის დაწყებამდე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.
** საკონტროლო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
** შესაფუთი მასალების კონტროლი: მიღება, დათვლა, წუნდებული შესაფუთი მასალის აწონვა და ჰოლდის ადგილას მოთავსება, და შესაბამისი ჩეკ-ლისტის შევსება.
** დაფასოების საკონტროლო ფურცლის შევსება; წონის, თარიღის და ჰერმეტულობის კონტროლი ყოველ 1 სთ-ში.
კანდიდატის პროფილი:
** პროფესიული/ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე/საწარმოში ჩაითვლება უპირატესობად;
** საბაზისო ტექნიკური და/ან მექანიკური უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (დღისა და ღამის ცვლები)
რას გთავაზობთ?
** პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა პირველადი ტრანსპორტირების გუნდში
** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული ანაზღაურება: 1800+ ლარი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 5 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|