დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
მომწოდებელი:
KPI Studios
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
ვაკანსია — ინტერიერის დიზაინერი KPI Studios
KPI Studios — პროფესიონალური დიზაინისა და რემონტის სტუდია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2017 წლიდან, აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://kpistudios.com/about-company/
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ხელფასი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, საქმიდან გამომდინარე
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - ტრენინგები, კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება და პროექტირება;
** კლიენტის საჭიროებებისა და სურვილების განსაზღვრა, დიზაინის გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** არქიტექტურული ნახაზებისა და ვიზუალიზაციების მომზადება (3D, SketchUp, AutoCAD და სხვ.);
** მასალების, ფერთა და ავეჯის შერჩევა;
** პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინში, არქიტექტურაში ან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინში (სასურველია საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებში გამოცდილება);
** მოთხოვნები - ArchiCAD-ში, Revit-ში, 3D Max-ში მუშაობა.
** კომპანიის სტილში დიზაინის პროექტის შემუშავება
** შემოქმედებითი და ესთეტიკური ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ტექნიკური პროგრამების ცოდნა (AutoCAD, SketchUp, 3ds Max, Photoshop და სხვ.);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულად და ინგლისურად (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდში მუშაობის და ვადების ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** დისტანციურად მუშაობა, ოფისში საერთო შეხვედრებისთვის და კლიენტებთან შეხვედრებისთვის სიარული.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლეონიძის ქუჩა N2, ბიზნეს ცენტრი "რეგუსი".
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00, ონლაინ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Jobkpistudios@gmail.com
გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინტერიერის დიზაინერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|