Робота для біженців з України
სხვადასხვა - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის ამოცანების შესრულება მაღალი პატიოსნებითა და ეფექტურობით
** ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგი და ნებისმიერი უჩვეულო აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის/უსაფრთხოების მენეჯერისთვის
** კურორტ საირმეს ტერიტორიაზე მომხდარ ნებისმიერ ინციდენტზე დროული რეაგირება, ზუსტი ჩანაწერის შენახვა და უშუალო ხელმძღვანელთან შეტყობინება.
** ნებისმიერი სიგნალიზაციის გააქტიურების შესახებ მორიგე უსაფრთხოების მენეჯერთან შეტყობინება.
** მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, შიდა მოკვლევის მხარდაჭერა
** უსაფრთხოების მენეჯერის ან უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითების შესრულება
** კონფიდენციალური ინფორმაციის მთლიანობის შესანარჩუნებლად, კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის წესების მკაცრად დაცვა

უნარ/ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა.

--------------------

2. უსაფრთხოების თანამშრომელი

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ატაროს სუფთა უნიფორმა და გამოიყურებოდეს სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო დროის განმავლობაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები;
** პასუხისმგებლობა აიღოს ობიექტებზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე;
** უზრუნველყოს თანამშრომლის უსაფრთხოება;
** აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას;
** საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა კურორტის ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას.
** დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;

უნარ/ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა.

-------------------

3. უსაფრთხოების სუპერვაიზერი

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების შეფასება და ანგარიშგება უსაფრთხოების მენეჯერთან;
** საგანგებო ვითარებების დროს შენობიდან ხალხის ევაკუაციის უზრუნველყოფა.
** დაცვის თანამშრომლების ზედამხედველობა, სწორი სამუშაო პრაქტიკის დაცვის და პოლიტიკის დაცვის მიზნით;
** საგუშაგოებზე განწესებული ცვლის უფროსის და დაცვის თანამშრომლების პერიოდული შემოწმება, მათი სიფხიზლის და მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
** ობიექტზე განლაგებული მნიშვნელოვანი პუნქტების დაცვა, სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძრის ჩასაქრობი საშუალებების, სათვალთვალო კამერების, განათების, სატელეფონო კავშირის და რაციების შემოწმება;
** დაცვის საგუშაგოებზე არსებულ დოკუმენტაციის პერიოდულ შემოწმება;
** პერსონალისთვის უსაფრთხოების სტანდარტების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ინციდენტების დროული დაფიქსირება, რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** დაცვის თანამშრომლების სამუშაო დღის აღრიცხვა და მათი როტაციის დაგეგმვა;
** სასტუმროს წესებისა და რეგულაციების ეფექტურად აღსრულება;
** უსაფრთხოების პერსონალის ზედამხედველობა/კონტროლი უსაფრთხოების მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში;

უნარ/ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge და Davit.Baramidze@sairmeresort.ge

შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე