Робота для біженців з України
კონსულტანტი - ელექტრო სექცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი - ელექტრო სექცია
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
შპს "მირა" თავისი არსებობის უკვე 21 წლიან ისტორიას ითვლის. მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტისა და კვალიფიციური სერვისის შეთავაზება - ის მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესრულებითაც კომპანიამ მოიპოვა სანდო პარტნიორის სახელი, კონკურენტულ გარემოში. ყოველივე ეს კი იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ამ საქმეს. დღეს, სწორედ შენ გეძლევა შანსი, გახდე ამ გუნდის წევრი და მუშაობასთან ერთად განვითარდე პროფესიულად.

ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ელექტრო სექციაში - ელექტრიკოსი.

მოვალეობები:

** მყიდველებისთვის კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა;
** ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში;
** გაყიდვაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მყიდველისათვის (პროდუქცია: ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო სამონტაჟო მასალები);
** აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება,

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** ელექტროობის ცოდნა საწყის დონეზე;
** ელექტრო საქონლის (ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო სამონტაჟო მასალები) ცოდნა;
** პროფესიული გადამზადების კურსის გავლა ელექტროობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:00-მდე, კვირაში 5 დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.#126, მაღაზია "მირა"
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი.

დამატებით ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე