Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ფავორიტი დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია "ფავორიტი დისტრიბუცია" ეძებს გუნდის ახალ წევრს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

ძირითადი მოვალეობები:

** ზედნადებების მიხედვით შეკვეთის მიწოდება/მითვლა.
** დადგენილი გეგმის მიხედვით ობიექტების მომარაგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მექანიკური გადამცემთა კოლოფის მართვის გამოცდილება
** შესაბამისი მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 - 19:00 საათამდე
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აფრიკის რაიონი, ა.ენუქიძის 5
** ანაზღაურება: 1600 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე