დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოამზადოს, გააანალიზოს ან/და შეამოწმოს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები;
** მოამზადოს სხვადასხვა კორპორაციული დოკუმენტები;
** ჩართოს დავებსა და სააღსრულებო წარმოებაში;
** განახორციელოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა;
** გაუწიოს კონსულტაცია კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დასაქმებულებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით;
** შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა ყოველკვირეული დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** სახელშეკრულებო სამართლის, ვალდებულებითი სამართლის, სანივთო სამართლის, კორპორაციული სამართლის და სამოქალაქო საპროცესო სამართლის კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 13 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|