დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
კომპანია, რომელიც მართავს ევროპული სტანდარტის სრულად აღჭურვილ საწყობს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სასაწყობო ფართების გაქირავების კუთხით.
საწყობი მდებარეობს ქალაქის სტრატეგიულ ლოკაციაზე, კომპანიის ტერიტორიაზე კი ფუნქციონირებს საბაჟო ტერმინალი, რაც კლიენტებისთვის დამატებით კომფორტსა და სერვისს უზრუნველყოფს.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** სასაწყობო ფართის პრეზენტაცია და პირობების შეთავაზება;
** იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი;
** ქსელური ღონისძიებებში მონაწილეობა (B2B შეხვედრები);
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება;
** ფართის ჩვენება პოტენციურ მქირავებლებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან უძრავი ქონების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირება;
** სასურველია ინგლისური და სხვა უცხო ენის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან; ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
** ბონუსები შეთანხმებით.
** სამუშაო განაკვეთი - მოლაპარაკება შესაძლებელია
** მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
** დასვენების დღეები: შაბათი -კვირა და უქმე დღეები;
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pinetreeint.com სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|