დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
ჩვენი კომპანია არის დინამიური და მზარდი, რომელიც სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებსა და მომსახურებაში.
კომპანიის მიზანია კლიენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გარკვევა
** უძრავი ქონების ობიექტების პრეზენტაცია და გაყიდვა
** გაყიდვების პროცესის მართვა: კონსულტაციიდან გარიგების დასრულებამდე
** ბაზრის ანალიზი და პოტენციური კლიენტების მოძიება
** კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვა
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება მომხმარებლებთან
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (Middle Level, მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება)
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიონალიზმი
** უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვებიდან პროცენტულ ბონუსს
** პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** თანამედროვე სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება) და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: tornikemolashvili2706@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი")
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო
გთხოვთ, სამოტივაციო წერილში მიუთითოთ თქვენი გამოცდილება გაყიდვების სფეროში და ინგლისური ენის ცოდნის დონე.
გელოდებით ჩვენს გუნდში!
|
|
|
|