Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Mobile Gallery
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"Mobile Gallery" არის მობილურის და კომპიუტერის აქსესუარების მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს და მომსახურების მაღალ დონეს.

"Mobile Gallery" ეძებს გუნდის წევრს სრულ განაკვეთზე მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, დალაგება, დახარისხება
** მომხმარებლისთვის ეფექტური და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან მუშაობა, პროგრამული აღრიცხვა
** ონლაინ შეკვეთების გამზადება
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება
** მარაგების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კეთილსინდისიერება

ადგილმდებარეობა: თბილისი, თემქა
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 და 12:00-21:00 მონაცვლეობით, კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამური გაყიდვებიდან, 800-1200 ლარი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და საინტერესო გარემოში
თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოაგზავნე CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე sofiaelisashvili@gmail.com, სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე