დასახელება:
სალიზინგო ოპერაციების ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისადა სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სალიზინგო ოპერაციების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** სალიზინგო ოპერაციების დოკუმენტური და პროცესული მონიტორინგი
** ვადაგადაცილებული გადახდების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებები
** ხელშეკრულებების შეწყვეტის და გარე პარტნიორებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა
** რეპორტინგი და მონაცემების განახლება კრედიტინფოსთან
** აქტივების დაზღვევის პროცესების მართვა
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** კომუნიკაციის კარგი უნარი
თუ აკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება
** საოპერაციო ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა
** სასურველია უცხო ენის ცოდნა
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1892
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|