Робота для біженців з України
საბაზრო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაზრო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში.

ვაკანსიის დასახელება - საბაზრო გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაო ადგილი - დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე არსებული "ქართული აგრო სახლის" მაღაზია/საწყობი.

სამუშაო საათები:

** კვირაში 5 დღე - 07:00-15:00
** კვირაში 1 დღე - 07:00-12:00
** დასვენების დღე: შეთანხმებით

ხელფასი: 2000 ლარი, ხელზე + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პუნქტიდან პროდუქციის რეალიზაციის დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა;
** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (პოს ტერმინალების მართვა, სასაქონლო ზედნადების გამოწერა, და.ა.შ);
** პოს ტერმინალზე გატარებული თანხების ყოველდღიური კონტროლი (დღის დახურვა) და ფინანსურ დეპარტამენტთან რეპორტინგი;
** ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი და მენეჯერთან გაზიარება;
** ბაზარში არსებულ ფასებზე ინფორმაციის მიწოდება საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის;
** პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით;
** აუცილებელია გაყიდვების მენეჯერად ან საწყობის მენეჯერად მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა;
** 1C ERP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

კომპანიის შეთავაზება:

** თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღება - 27 აგვისტო, 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე