Робота для біженців з України
საბაზრო გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაზრო გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი - დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე არსებული "ქართული აგრო სახლის" მაღაზია/საწყობი

სამუშაო საათები:

** კვირაში 5 დღე - 07:00-15:00
** კვირაში 1 დღე - 07:00-12:00
** დასვენების დღე: შეთანხმებით

ხელფასი: 1600 ლარი, ხელზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების დაცლასა და დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთის მითვლა და დასაწყობება;
** სასაწყობე ფართის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დაცვა და მოვლა-პატრონობა;
** პროგრამულად მარაგების კონტროლი;
** ჩამოსაწერად განკუთვნილი პროდუქციის შენახვის ადგილის მოწესრიგება;
** საწყობის მფლობელობაში არსებული ინვენტარის მოწესრიგება და კონტროლი;
** საბაზრო გაყიდვების მენეჯერის შეცვლა მისი არყოფნის პერიოდში;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით;
** აუცილებელია გაყიდვებში ან საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია 1C ERP პროგრამის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და ენერგიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
** თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
** დაზღვევა;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღება - 27 აგვისტო, 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე