დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვიქტორია 98
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 3000 ლარი (+ ბონუსი)
ფუნქციები და მოვალეობები:
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დელეგირება;
** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო);
** ზედნადებების აღრიცხვა;
** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მის მაღაზიაში პროდუქციის/ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ახალი მიღებული თანამშრომლის (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FMG);
** 1C პროგრამის ან სხვა რომელიმე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|