Робота для біженців з України
სხვადასხვა პოზიცია ურბანულ მშენებლობაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა პოზიცია ურბანულ მშენებლობაში
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "AWARD" აცხადებს ღია ვაკანსიას ურბანულ მშენებლობაში სხვადასხვა პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

ღია ვაკანსიები:

ჩვენ ვეძებთ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ და გამოუცდელ კადრებს სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის:

** პროექტების მენეჯერი.
** ინჟინრები სხვადასხვა სპეციალიზაციით:

1. სამშენებლო ინჟინერი
2. გეოდეზისტი
3. გზებისა და მოედნების ინჟინერი
4. კონსტრუქციული ინჟინერი
5. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინჟინერი
6. ელექტროინჟინერი
7. სანიაღვრე სისტემების ინჟინერი
8. ლანდშაფტური ინჟინერი

** კომუნიკაციების სპეციალისტები (სატელეკომუნიკაციო ქსელები, უსაფრთხოების სისტემები).
** ბეტონის სამუშაოების სპეციალისტები.
** მოპირკეთების ოსტატები (ფილი, კერამიკა, ბუნებრივი ქვა).
** რკინის დამუშავებისა და შედუღების სპეციალისტები.
** ხის კონსტრუქციების ოსტატები (პერგოლები, პავილიონები, დეკორატიული ელემენტები).
** საპარკე ფურნიტურის დამზადებისა და მონტაჟის სპეციალისტები (სკამები, ურნები, ატრაქციონები, განათების ბოძები).
** რესტავრაციის სპეციალისტები (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის).
** ლანდშაფტური დიზაინერები და გამწვანების სპეციალისტები.
** ტექნიკური ზედამხედველები და ხარისხის კონტროლის სპეციალისტები.
** ოფისის ადმინისტრაცია და კოორდინატორი.

ვეძებთ:

** როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ და გამოუცდელ კადრებს, რომლებსაც სურთ განვითარება ურბანული მშენებლობის სფეროში.
** პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და გუნდური მუშაობის უნარის მქონე ადამიანებს.
** ტექნიკური უნარების მქონე ან/და სწავლისათვის მზად მყოფ კანდიდატებს.

გთავაზობთ:

** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით (დამწყებთათვის სწავლების შესაძლებლობით).
** სრულ სამუშაო განაკვეთს და სტაბილურ დასაქმებას.
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შანსს.
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და მონაწილეობის მიღებას მნიშვნელოვან ქალაქგეგმვით პროექტებში.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება, ასევე სასურველი ქალაქის, სადაც გსურთ მუშაობა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13/09/2025.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე