Робота для біженців з України
გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "AWARD" აცხადებს გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერის (ურბანული მშენებლობა) ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)
ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი 3000 ლ (+ ბონუსები შესრულებული გეგმის მიხედვით)

კომპანიის შესახებ:

კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

მოვალეობები:

** კომპანიისა და შესრულებული პროექტების პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
** კომპანიის შესაძლებლობების პრეზენტაცია პოტენციურ დამკვეთებთან.
** მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფო და კერძო სექტორის კლიენტებთან.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა კომპანიებში.
** პროექტების პორტფოლიოს განახლება და მარკეტინგული მასალების მომზადება.
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზრის გაფართოება.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებსა და ბიზნეს განვითარებაში,
** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო).
** პრეზენტაციების მომზადებისა და საჯარო წარდგენის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმართვის უნარი.
** კომერციული წინადადებების შედგენის გამოცდილება.
** ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** დროის მართვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13/09/2025.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე