Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "AWARD" აცხადებს ელექტრიკოსის (ურბანული მშენებლობა, სკვერები და პარკები) ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-18:00)
ხელფასი: კონკურენტული ანაზღაურება (განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით)

სამუშაოს აღწერა:

ურბანულ, სამშენებლო და ლანდშაფტურ ობიექტებზე ელექტროსისტემების, გარეგანი განათების, განათების ბოძებისა და სანათების მონტაჟის განხორციელება.

მოვალეობები:

** ელექტროსისტემების მონტაჟი, კაბელების გაყვანა და შეერთება.
** სკვერებისა და პარკების განათების სისტემების მოწყობა.
** განათების ბოძებისა და სანათების მონტაჟი და შეერთება.
** ელექტროკარადებისა და საკონტროლო პანელების დაყენება.
** სისტემების ტესტირება და გაუმართაობის აღმოჩენა.
** ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
** სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა პროექტის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სამშენებლო და ლანდშაფტურ პროექტებზე.
** ტექნიკური განათლება ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
** განათების სისტემების, ბოძებისა და გარე ქსელების მონტაჟის გამოცდილება.
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის და გუნდში მუშაობის უნარი.
** დროის მართვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13/09/2025.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე