Робота для біженців з України
სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: J&J Consulting
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"J&J Consulting" ქართულ ბაზარზე ოპერირებადი აქტიურად მზარდი იურიდიული კომპანიაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ სერვისს სთავაზობს.

ჩვენი მუდმივი კორპორატიული კლიენტები არიან მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო და ფინანსური დაწესებულებები, წამყვანი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანიები და სხვა ტიპის ქართული, თუ საერთაშორისო კომპანიები. დარგის წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით სამართლებრივი ტრენინგების სისტემატიური გამართვის გზით კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა კონტრაქტორებისათვის გასაწევი იურიდიული მომსახურება გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით.

"J&J Consulting" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, "Tiflis Business Center"
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: არაანაზღაურებადი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ანალიზი;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** ინგლისური ან/და რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@jjc.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, J&J Consulting ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე