Робота для біженців з України
იურისტი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" წარმოადგენს სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შვილობილ კომპანიას, რომელმაც წარმატებით განახორციელა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 235 მგვტ სიმძლავრის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი და უზრუნველყო თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება. მიმდინარე ეტაპზე კომპანია ახორციელებს თბოელექტროსადგურის ოპერირებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის შესაბამისად. კომპანიის ოპერირების ქვეშ მყოფი თბოელექტროსადგური ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში და მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება: 1500-3500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით.
** კანდიდატის მიმართ მოთხოვნები

სამუშაოს აღწერა:

კომპანიის ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა:

** შიდა კორპორატიული დოკუმენტების, ბრძანებების, სამართლებრივი დასკვნების, შინაგანაწესის, მინდობილობების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში - საპასუხო წერილების მომზადება;
** ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის;

კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა მესამე პირებთან სამართლებრივი დავის პროცესში, მათ შორის, სასამართლოში, არბიტრაჟში და ა.შ.:

** სარჩელის/შესაგებლის და სასამართლო დავებისათვის საჭირო სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და კომპანიის წარმოდგენდა სასამართლოში;
** სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის მიმართ მესამე პირთა მიერ გამოთქმული პრეტენზიის, საჩივრის ან/და სხვა სახის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში:

** ნებართვების, ლიცენზიების, სარგებლობის, ავტორიზაციის ან/და სხვა სახის უფლების მოპოვებასთან/გადაცემასთან, ასევე, საკუთრების, გირავნობა/იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, სერვიტუტის უფლების რეგისტრაციასთან, სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღება/მიწოდებასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება;

კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებში:

** ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან, ბუნებრივი აირის შეძენა-მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების ან/და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცესების სამართლებრივი მონიტორინგი;
** ელექტროენერგიის ბაზარზე კომპანიის მონაწილეობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბანკებთან სამართლებრივი ურთიერთობა, ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
** სადაზღვევო კომპანიებთან სამართლებრივი ურთიერთობა, მოლაპარაკებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, პირდაპირი ხელშეკრულებების სამართლებრივი პირობების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებების წარმოება; გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების სამართლებრივი ადმინისტრირება;
** კომპანიის საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა, სამართლებრივი ექსპერტიზა, ადმინისტრირება, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

კომპანიის საკანონმდებლო-სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ენერგო და სხვა სახის რეგულაციების შესწავლა, მონიტორინგი, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;

კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება:

** სამოქალაქო ან/და ბიზნეს სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაში პროფესიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ენები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (პროფესიული საქმიანობის ფარგლებში შეუფერხებელი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საკანონმდებლო აქტები:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** საქართველოს კანონი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
** საქართველოს ორგანული კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
** საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
** საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ";
** საქართველოს კანონი "ნოტარიატის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი";
** საქართველოს კანონი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ";
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანება "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანება "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს #77 ბრძანება "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს #46 დადგენილება "ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ";
** ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Office
** Word
** Excel
** PowerPoint
** Outlook
** Microsoft Teams
** OneNote
** OneDrive

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** იურიდიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სიტუაციების სწორად შეფასების, მნიშვნელობის, რისკისა და აუცილებლობის განსაზღვრისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროული მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** პროფილური სამუშაო სპეციფიკის დამოუკიდებლად გაძღოლისა და მართვის უნარი;

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2025 წლის 15 სექტემბრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge

დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.

გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე