დასახელება:
სამეურნეო სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
კამპა
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქარხნის ინფრასტრუქტურის მართვა და მოვლა
** საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების მართვა
** სისუფთავის და სანიტარული ნორმების კონტროლი და დაცვა
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი
** სამეურნეო პერსონალის მართვა და კოორდინაცია
** მძღოლების გადაადგილების დაგეგმარება და მონიტორინგი
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური და სამეურნეო საკითხების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge. სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|