Робота для біженців з України
ექსპორტის მენეჯერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ძიება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი და მართვა
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
** წარმოების და ლოჯისტიკის საკითხების კოორდინაცია
** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული, ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა
** კომპანიის წარმოდგენა გამოფენებზე
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge. სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე