Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657872&print=yes&view=jobs
 
Full-Stack ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full-Stack ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: BeatForce
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"BeatForce" მარკეტინგული სტარტაპ სააგენტოა და ვეძებთ გუნდის წევრებს ახალი გამოწვევებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ BeatForce-ში მარკეტინგი იწყება ადამიანებით, ამიტომ ჩვენ ვეძებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ მარკეტინგის ფულ სტექ მენეჯერს ჩვენს გუნდში. კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებაში, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი აზროვნება და უყვარდეს ფიქრი, მონაცემების ანალიზი. უნდა შეეძლოს შექმნას საინტერესო კონტენტი, მართოს სოც. არხები, დაგეგმოს კამპანიები და რეკლამები.

მარკეტინგის მენეჯერი ვალდებული იქნება რეგულარულად მოამზადოს და წარმოადგინოს მარკეტინგული იდეები, შეიმუშავოს სტრატეგიები, გაზომოს მიღწეული შედეგები და მუდმივად გამოიკვლიოს ბაზრისა და ინდუსტრიის ტენდენციები.

თუ გიყვარს შერწყმა ანალიტიკასა და კრეატივს შორის, რეკლამასა და ტექსტს შორის, მონაცემსა და გავლენას შორის - ეს როლი შენთვისაა (Content + Ads + Strategy).

ამ როლის მიზნები:

** კლიენტებისა და კომპანიისთვის მრავალარხიანი მარკეტინგული კამპანიების შექმნა;
** სოციალურ მედიაში სტრატეგიული და კრეატიული შინაარსის შექმნა;
** რეკლამების დაგეგმვა და შესრულება (FB Ads, Google Ads და სხვ.);
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა;
** მომხმარებელზე მორგებული ქოფის შექმნა;
** კონტენტისა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი და მუდმივი გაუმჯობესება;
** ბრენდის ცნობადობისა და სხვა კამპანიების, ბაზარზე ახალი ინიციატივების შემუშავების, რეკლამისა და გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობა;
** პროექტებისა და პროდუქტებისთვის მარკეტინგული ხედვის შემუშავება;
** მარკეტინგული მასალების შემუშავება და გაყიდვების განვითარების მხარდაჭერა;

პასუხისმგებლობები:

** კლიენტებისა და კომპანიის სოც. არხების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვ.) მართვა;
** კონტენტ კალენდრის შემუშავება და შესრულება (პოსტები, ვიდეოები, რილსები, სთორები);
** ქოფირაითინგი - ბრენდის საკომუნიკაციო ტონის შესაბამისად კონტენტისთვის ტექსტების დაწერა;
** კამპანიების სეგმენტირება, დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** აუდიტორიასა და კონკურენტების ანალიზი;
** Ads კამპანიების მართვა - Facebook/Instagram/Google და სხვა პლატფორმებზე;
** თანამშრომლობა დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და პროექტ მენეჯერებთან;
** შეხვედრები კლიენტებთან, საჭიროებების გააზრება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
** შიდა ან გარე პროექტების მარკეტინგული მხარდაჭერა;
** მარკეტინგული კამპანიების გაზომვა, ანალიზი და ანგარიშის მომზადება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაციები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში ან რეკლამაში;
** სოციალური მედიის არხების სტრატეგიული მართვის გამოცდილება;
** რეკლამების შექმნისა და მართვის ცოდნა (Meta Ads Manager, Google Ads და ა.შ.);
** ქოფირაითინგის უნარი;
** კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები - შედეგების გაზომვა და რეპორტინგი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვადების და ბიუჯეტის მართვის უნარი.
** სოციალური მედიის ანალიტიკის ცოდნა (Meta Insights, Google Analytics და სხვ.);

სასურველი უნარები და კვალიფიკაციები:

** ბაკალავრის ხარისხი (ან გათანაბრებული) მარკეტინგში, ბიზნესში ან მომიჯნავე სფეროში;
** პროფესიული სერტიფიკატი (მაგ. Professional Certified Marketer);
** კონტენტის შექმნისა და ვებგვერდის დიზაინის ხედვის გამოცდილება;
** შესაბამის ბაზრებსა და ტენდენციებთან მუშაობის გამოცდილება;
** მედია კონტაქტები;
** სამუშაო გამოცდილება სააგენტოში;
** მულტიფუნქციურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1800-2400 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: თუ გატაცებული ხარ მარკეტინგით და მზად ხარ გავლენა მოახდინო შენს გარშემო ადამიანებზე და ბიზნესებზე, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ. გამოაგზავნე რეზიუმე info@innovators.ge-ზე, სათაურით "Full-Stack Marketing Manager."

მონაცემთა დაცვა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას, თქვენ თანხმდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია BeatForce-ში შეინახება ერთი წლის განმავლობაში. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენი განაცხადის მიღებას და გულითადად გელით BeatForce-ის გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია