Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

დაექვემდებარება - ადმინისტრაციულ დირექტორს.
სამუშო განაკვეთი - სრული.
მისამართი - ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N65.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ხელმძღვანელის შეხვედრების დაგეგმვა და კალენდრის მართვა;
** ბორდის და კომიტეტის შეხვედრების ოქმის მომზადება და პროტოკოლირება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრებისთვის სასტუმროს და კვების ობიექტების დაჯავშნა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** ოფიციალური კორესპონდენციის მართვა;
** ოფისის პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** "ბაუმერი"-ს აკადემიის ორგანიზაციულ საკითხებზე კოორდინაცია (ლექტორებთან, ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა აკადემიური საკითხების გარშემო, ტრენინგების დაგეგმვა, მონაწილეთა სიების მართვა, სივრცის ორგანიზება და სხვა)
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან და ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე