დასახელება:
კომერციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბაუმერი
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
კომპანია "ბაუმერი" ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.
ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** სამშენებლო სექტორის/პროექტების აქტიური მონიტორინგი — ტენდერები, კერძო პროექტები, დეველოპერები, საინვესტიციო ფონდები
** პოტენციური დამკვეთების იდენტიფიკაცია და ბაზის მუდმივი განახლება
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მომზადება და კომერციული წინადადებების წარდგენა
** მოლაპარაკებების წარმართვა ფასებზე, ვადებზე, კომერციულ პირობებზე
** პროექტების ტექნიკური დეტალების განხილვა ტექნიკურ და შესყიდვების დეპარტამენტებთან
** საბოლოო კომერციული შეთავაზების მომზადება, დამოწმება და წარდგენა კლიენტისთვის
** მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებების და თანდართული დოკუმენტების შეთანხმება
** KPI-ს მონიტორინგი და შესრულება
** ყოველდღიური განახლებები CRM სისტემაში (Salesforce)
** ყოველკვირეული რეპორტინგი კომერციულ დირექტორთან
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, სამშენებლო-საინჟინრო ან ეკონომიკა/ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება B2B მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (სასურველია)
პროფესიული უნარები:
** კომუნიკაციის უნარები;
** სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
** ორგანიზებულობა და პროცესების მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციის და სტრესის მართვის უნარი;
** ტექნიკური ინტერესი და სწავლის მზაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 2000-3000ლ NET + ბონუსი
მივლინების სიხშირე: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში 5 დღე კვარტალში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|