დასახელება:
წარმოების შეკვეთების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელოვნური ზედაპირის მასალას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაოს გრაფიკი: 09:30-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის N42ა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
** სასურველია ავეჯის მასალებთან ან საწარმოო პროცესებთან შეხება წარსულში;
** სასურველია ტექნიკური აზროვნების უნარი;
** უცხო ენის ცოდნა აუცილებელია (ინგლისური ან რუსული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაუწიოს მომსახურება მომხმარებელს და სრულყოფილად მიაწოდოს მასალების შესახებ ინფორმაცია;
** მიღებული შეკვეთები დეტალურად დაათვალიეროს, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში იზრუნოს მის დროულ აღმოფხვრაზე და სწორად გადაამისამართოს;
** რიგის მართვა;
** მიიღოს შეკვეთები უშუალოდ მომხმარებლებისგან;
** შეკვეთები გადასცეს საწარმოო გუნდს მითითებული ფორმატით და ვადებში;
** მიღებული შეკვეთების დანადგართან მიტანა დასაჭრელად;
** გადაამოწმოს მიღებული შეკვეთების ტექნიკური სისწორე, მასალების შესაბამისობა და დეტალების სრულყოფილება;
** შეამოწმოს თითოეული შეკვეთის მიხედვით ჭრის ნახაზების და ოპტიმიზაციის შედეგები;
** დაბეჭდოს შესაბამისი ტექნიკური ფაილები;
** აღრიცხოს, შეინახოს და დაარქივოს ყველა პროგრამულად დამუშავებული შეკვეთა კომპანიის შიდა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს კომუნიკაცია მომხმარებელთან შეკვეთის დაზუსტებისა ან ტექნიკური კორექტირების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "წარმოების შეკვეთების კოორდინატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|