Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
** სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული პაციენტების რეგისტრაცია;
** სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
** ანალიზის პასუხების გაცემა;
** ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
** პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
** დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;
** ხელმძღვანელის მითითების შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე (შესვენება 1 საათი), შაბათი: 10:00-15:00 საათამდე
ანაზღაურება: 900 ლარი. (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge. "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაითვალისწინეთ: შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" გაგზავნილი თქვენი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე